ნავთობის ფასი დაეცა

ნავთობის ფასი დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა. ორშაბათს, 9 მარტს, ერთი ბარელი Brent-ის ფასის მაჩვენებელმა ბოლო 4 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს – 31$-ს მიაღწია. 

ნავთობის ასეთი რადიკალური გაუფასურება ბოლოს 1991 წელს, სპარსეთის ომის დროს დაფიქსირდა.  

საერთაშორისო გამოცემები ნავთობის ფასის ვარდნას ახალი კორონავირუსის გამოჩენასა და სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ. ეპიდაფეთქების შედეგად შემცირდა მოთხოვნა ნავთობზე, OPEC-ის ქვეყნებმა კი ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ნავთობის მოპოვების შემცირების თაობაზე.  

ვირუსის გავრცელებით მოყენებული დარტყმის გასანეიტრალებლად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს მთავრობის წევრებს სახელფასო გადასახადის შემცირება დაავალოს. 

ინვესტორებისთვის იმედის მომცემი იყო ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ეპიდემიის ეპიცენტრში, ვუჰანშიც. სტატისტიკის თანახმად, ჩინეთში ვირუსის გავრცელებამ კლება დაიწყო. 


Leave a Reply