ლარის კურსი გამყარებას განაგრძობს

ლარის კურსი გამყარებას განაგრძობს

ლარის კურსილარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით ნოემბრის შემდეგ 20 ერთეულით (თეთრით), ხოლო 31 იანვრის შემდეგ 12 ერთეულით გამყარდა და უკანასკნელი დღეების განმავლობაში 2,77 ₾ ნიშნულზე ნარჩუნდება. 

 

ლარის გამყარება განაპირობა შემდეგმა ძირითადმა ფაქტორებმა : 

  • მოსახლეობაში გადაიარა წინასაახალწლო ლარის გაუფასურების მოლოდინის ტალღამ, რამაც შეაჩერა გაუფასურების პროცესი; 
  • საქართველოში კლების ტენდენციით ხასიათება იმპორტის მაჩვენებელი, შესაბამისად ნაკლებად ხდება ფულის გადინება; 
  • კორონავირუსის გამო, მკვეთრად შეიზღუდა საქართველოს მოქალაქეების ქვეყნის გარეთ მოგზაურობის სიხშირე, რამაც შეაფერხა ვალუტის ქვეყნიდან გადინება და შესაბამისად ხელი შეუწყო ლარის გამყარებას; 
  • ასევე, ბოლო პერიოდში, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მოსახლეობამ სასურსათო მარაგების შევსება განახორციელა, რისთვისაც მომხმარებლების ნაწილმა უცხოურ ვალუტაში დაზოგილი თანხების კონვერტირება მოახდინა;
  • ეროვნული ბანკის მიერ, 2019 წელს რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ, გრძელვადიან პერსპექტივაში (2020 წლისათვის), ხელი შეუწყო ლარის კურსის გამყარებას; 
  •  ნავთობზე ფასის შემცირებას, უკანასკნელ პერიოდში არ ქონია მყისიერი და ძლიერი ეფექტი ეროვნული ვალუტის კურსზე, მაგრამ გააჩინა პოზიტიუი მოლოდინები, რაც მომავალში უფრო მეტად ჰპოვებს ასახვას ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესზე. 

 აქვე გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელების გამო, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ეროვნული ვალუტის გამყარების შეფერხებას / გაუფასურებას, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • მსოფლიოში შემცირებული ტურისტული მიმოსვლის გამო, რომელიც ასევე შეეხო საქართველოს ტურიზმის სექტორსაც, მოხდება ნაკლები უცხოური ვალუტის შემოდინება; ასევე, შეფერხდება ეკონომიკის აღნიშნული და მომიჯნავე სექტორების აქტივობაც.
  •  მოსალოდნელია, რომ შემცირდეს უცხოეთიდან, ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების მოცულობაც, ვინაიდან კორონავირუსის გავრცელების გამო, ზოგიერთ სახელმწიფოში შეჩერებული ან შენელებულია გარკვეული ეკონომიკური აქტივობები;
  •  ეროვნული ბანკი, დღევანდელი მონაცემებით, აგრძელებს კომერციული ბანკებზე რეფინანსირების სესხების დიდი ოდენობით გაცემას; ასევე, უკანასკნელ პერიოდში, დაგროვებით საპენსიო დანაზოგებიდან, 600 მილიონ ლარამდე ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსა. შესაბამისად, მსგავსი დიდი რაოდენობით ეროვნული ვალუტის ინექცია ქვეყნის ეკონომიკაში გავლენას ახდენს ლარის კურსზე და აფერხებს გამყარების პროცესს;
  •  საქართველოში, სულ მალე დაიწყება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. შესაბამისად, როგორც სახელმიწფოს, ასევე პარტიების მიერ მოხდება დიდი ოდენობით ფულადი სახსრების დახარჯვა, რაც თავისმხრივ ხელს შეუშლის ვალუტის გამყარების პროცესს. 

Leave a Reply