🌐 “ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, გიორგი ლოლუამ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში განიხილა აბა-ს კვლევა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ.
🔍რა გავლენა აქვს პოლიტიკურ არასტაბილურობას ბიზნესზე და რა კორელაციური კავშირია მათ შორის?
📌 კვლევით დადგინდა, რომ 2019 წლის I და II კვარტალის მონაცემებით, ინვესტიციები, ბოლო 9 წლის ისტორიულ მინიმუმზეა დასული, ხოლო წინა წელთან შედარებით 54%-ით დაბალია.
👉 ინვესტიციების შემცირების ძირითადი მიზეზები
🔹 შესაძლებლობების არაეფექტური მართვა;
🔹 სახელმწიფო რეგულაციები;
🔹პოლიტიკური არასტაბილურობა;
🔹 სხვა ფაქტორები.
👉 პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებით გამოწვეული შედეგები
🔸 გაუარესდა ბიზნეს განწყობა;
🔸 გაუარესდა სიღარიბის ინდექსი;
🔸 გაძვირდა სურსათი, ჯანდაცვა და ტრანსპორტი;
🔸 გაიზარდა საგარეო ვალი;
🔸გაუფასურდა ეროვნული ვალუტა;
🔸 შემცირდა საქართველოს მშპ.
✅ კვლევის დეტალები იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/2qy0Z1N