🌐 “ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, გიორგი ლოლუამ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში წყალტუბოს პროექტზე ისაუბრა.
✅ როგორც ცნობილია, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში ყველა სასტუმროსა და ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვას აპირებს.
🔍 გიორგი ლოლუამ ამ პროექტის სამ ძირითად ეტაპზე ისაუბრა, ესენია:
🔹 სასტუმროებისა და აბაზანების შესყიდვა
🔹 სასტუმროებისა და აბაზანების რეაბილიტაცია
🔹 სასტუმროებისა და აბაზანების ბიზნეს სექტორზე თვითღირებულებაში გადაცემა
✅ ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის რეკომენდაციით, აუცილებელია სამივე ეტაპზე ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის – საზოგადოებისთვის.
✅ ასევე, ხელისუფლების მთავარი როლი უნდა იყოს ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა და დაინტერესება ადრეული ეტაპიდანვე, რათა მათ უმოკლეს ვადებში, წარმატებულად შეძლონ ინვესტიციის განხორციელება და ბიზნეს საქმიანობის დაწყება.
✅ მეტის გასაგებად იხილეთ სტატია: http://bit.ly/34iYwGE
📣 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 +995 32 2 88 05 99
✉️ info@aba.com.ge