თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2019 – Tbilisi Silk Road Forum 2019

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2019 – Tbilisi Silk Road Forum 2019

ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაცია თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმს“ დაესწრო. აბა-ს დამფუძნებლებისა და ფორუმის ორგანიზატორების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საერთოა – საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის როლის გაზრდა და უკეთესად წარმოჩენა საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

22-23 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში მესამედ, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მიზანი აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება და ამ თემაზე სადისკუსიო პლატფორმის შექმნაა.

აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ამ პლატფორმაზე ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

ფორუმს  2000-მდე მონაწილე სტუმრობდა 60-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიების მთავარმა სპიკერებმა  ისეთ თემებზე ისაუბრეს, როგორებიცაა გლობალური ეკონომიკის გამოწვევები, ხელოვნური ინტელექტის მზარდი როლი, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა, საინვესტიციო შესაძლებლობები თუ სხვა.

Leave a Reply