საგანგებო განცხადება – პროპორციული არჩევნების შემოღების კანონპროექტის ჩაგდება

საგანგებო განცხადება – პროპორციული არჩევნების შემოღების კანონპროექტის ჩაგდება

ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის
საგანგებო განცხადება 📣📣📣

მიგვაჩნია, რომ 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში პროპორციული არჩევნების შემოღების კანონპროექტის ჩაგდება არის თავისუფალი ნებისა და არჩევანის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც გავლენას მოახდენს როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელზე, ისე თითოეული მოქალაქის, ბიზნესმენისა თუ ინვესტორის განწყობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის არასტაბილურ გარემოს და უარყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რაც პირდაპირი სიგნალია ბიზნესითვის, მეწარმეებისთვისა და ინვესტორებისთვის თავი შეიკაონ საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე.

აღნიშნული თავის მხრივ ხელს უშლის არა მარტო საქართველოს დემოკრატიულ, არამედ ეკონომიკურ განვითარებასა და პროგრესს.

ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაცია, რომელიც შეიქმნა ახალი თაობის ენთუზიაზმით, რათა დაიცვას ბიზნესმენთა, მეწარმეთა და ინვესტორთა უფლებები და ინტერესები, სრულიად უერთდება ქართველი ხალხის მშვიდობიან პროტესტს საკუთარი დემოკრატიული უფლებების დაცვაში და მხარს უჭერს საპარლამენტო ცხოვრების პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

#აბა
#ახალგაზრდაბიზნესმენთაასოციაცია
#ახალგაზრდულიენერგია
#სიტყვისთავისუფლება
#არჩევანისთავისუფლება

Leave a Reply