საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ, გამოქვეყნებული ბოლო გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საქართველო მშპ ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლით, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ჩამორჩა მეზობელ ქვეყნებს.
გასულ წელს, სომხეთმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლითაც გაასწრო საქართველოს და 6%-იანი ზრდა დააფიქსირა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს, 2020 წელსაც რეგიონში ყველაზე დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაუფიქსირდება.